დღე 9-ე. 6.03 2015 წელი.
წარმოვადგინეთ ჩვენს მიერ გაკეთებული პროექტები.
მოვისმინე პროექტი---" ერთი სოფლის სკოლა", რომელიც მცირეკონტინგენტია და არის საშიშროება რომ კიდევ არ შემცირდეს, იმიტომ რომ ჩადიან სასწავლებლად თბილისში. პრობლემა აქტუალურია და მომეწონა.
მეორე პროექტი--" მიუსაფარ ბავშვებზე"-პრობლემის გადაჭრის გზა კარგადაა დასახული.
მესამე პროექტი-" უცნობი მუსიკოსი." მივიდნენ სტუმრად ამ ადამიანთან და ჩაწერეს დისკზე, რომ გააცნონ საზოგადოებას. პროექტი ემსახურება მუსიკის პოპულარიზაციას.
მეოთხე პროექტი"-- მივაღწევ თუ არა მიზანს ინგლისურის გარეშე?"დღეს ინგლისურის გარეშე წარმოუდგენელია ცხოვრება.
მეხუთე პროექტი--- "მდინარეების პრობლემა საქართველოში," რომ ბინძურდება კანალიზაციის სისტემებით, საყოფაცხოვრებო ნარჩენებით. და როგორ აღმოვფხვრათ ეს პრობლემა.
მეექვსე პროექტი--ხაზვაში "ჩემი ოცნების სახლი" როგორი ტიპის სახურავია უფრო მისაღები კოჯორში ---უფრო კონუსის ტიპის,რომელზეც თოვლი არ ჩერდება.
მეშვიდე პროექტი---"ენერგიის გამოყენება და გლობალური დათბობა:. ნაკლებად იმგზავრონ მანქანით, რომ არ იყოს გამონაბოლქვი. დარგონ ხეები ჟანგბადისათვის.
მერვე პროექტი---ნანა მახათაძე" ჩემი ინტერიერი და ექსტერიერი" რაში დასჭირდებოდათ გეომეტრიული ფიგურები. ძალიან დამაჯერებლად აქვს აღწერილი როგორ მოაწყონ მცირე ზომის სამზარეულოში უფრო დიდი სივრცე გამოჩნდეს.
მეცხრე პროექტი--"რადიაციულ უსაფრთხოება"როგორ დაიცვან თავი რადიაციისაგან--ჩერნობილი, ჯართის მომგროვებლები რა საფრთხის წინაშე დგანან.
მეათე პროექტი---"რუსი მწერლების ძეგლები თბილისში" თემა აქტუალურია.
ეს ერთი თვე--9 ტრეინინგი ერთ-ერთი საუკეთესო იყო ჩემს ცხოვრებაში. ბევრი რამ ვისწავლე--განსაკუთრებით პროექტის გაკეთება. ძალიან კარგი ჯგუფი შემხვდა,მოვისმინე ყველას გაკეთებული პროექტები, რომლებიც მეტად აქტუალურ თემებზე იყო და ძალიან საინტერესოდ წარმოადგინეს მსმენელებმა.
უღრმესი მადლობა ქალბატონო მანანა!
No comments:
Post a Comment