Friday, March 6, 2015

დღე 9-ე. 6.03 2015 წელი.
წარმოვადგინეთ ჩვენს მიერ გაკეთებული პროექტები.
მოვისმინე პროექტი---" ერთი სოფლის სკოლა", რომელიც მცირეკონტინგენტია და არის საშიშროება რომ კიდევ არ შემცირდეს, იმიტომ რომ ჩადიან სასწავლებლად თბილისში. პრობლემა აქტუალურია და მომეწონა.
მეორე პროექტი--" მიუსაფარ ბავშვებზე"-პრობლემის გადაჭრის გზა კარგადაა დასახული.
მესამე პროექტი-" უცნობი მუსიკოსი." მივიდნენ სტუმრად ამ ადამიანთან და ჩაწერეს დისკზე, რომ გააცნონ საზოგადოებას. პროექტი ემსახურება მუსიკის პოპულარიზაციას.
მეოთხე პროექტი"-- მივაღწევ თუ არა მიზანს ინგლისურის გარეშე?"დღეს ინგლისურის გარეშე წარმოუდგენელია ცხოვრება.
მეხუთე პროექტი--- "მდინარეების პრობლემა საქართველოში," რომ ბინძურდება კანალიზაციის სისტემებით, საყოფაცხოვრებო ნარჩენებით. და როგორ აღმოვფხვრათ ეს პრობლემა.
მეექვსე  პროექტი--ხაზვაში  "ჩემი ოცნების სახლი" როგორი ტიპის სახურავია უფრო მისაღები კოჯორში  ---უფრო კონუსის ტიპის,რომელზეც თოვლი არ ჩერდება.
მეშვიდე პროექტი---"ენერგიის გამოყენება და გლობალური დათბობა:. ნაკლებად იმგზავრონ მანქანით, რომ არ იყოს გამონაბოლქვი. დარგონ ხეები ჟანგბადისათვის.
მერვე პროექტი---ნანა მახათაძე" ჩემი ინტერიერი და ექსტერიერი" რაში დასჭირდებოდათ გეომეტრიული ფიგურები. ძალიან დამაჯერებლად აქვს აღწერილი როგორ მოაწყონ მცირე ზომის სამზარეულოში უფრო დიდი სივრცე გამოჩნდეს.
მეცხრე პროექტი--"რადიაციულ უსაფრთხოება"როგორ დაიცვან თავი რადიაციისაგან--ჩერნობილი, ჯართის მომგროვებლები რა საფრთხის წინაშე დგანან.
მეათე პროექტი---"რუსი მწერლების  ძეგლები თბილისში" თემა აქტუალურია.
          ეს ერთი თვე--9  ტრეინინგი ერთ-ერთი საუკეთესო იყო  ჩემს ცხოვრებაში. ბევრი რამ ვისწავლე--განსაკუთრებით პროექტის გაკეთება. ძალიან კარგი ჯგუფი შემხვდა,მოვისმინე ყველას გაკეთებული პროექტები, რომლებიც მეტად აქტუალურ თემებზე იყო და ძალიან საინტერესოდ წარმოადგინეს მსმენელებმა.
      უღრმესი მადლობა ქალბატონო მანანა!  

Sunday, March 1, 2015

დღე  8-ე  1 მარტი.
გავიხსენე draft-i  დროებით შექმნილი  დოკუმენტი, რომელიც არ არის დასრულებული. გავიგე, რომ ბლოგიდან წასაშლელ შეტყობინებას ვერ აღვადგენ, იმიტომ არ აქვს ნაგვის ყუთი.  გავხსენით ვიუვერში მეშვიდე მოდულის კურსის რესურსებში ფასილიტაცია ანუ მხარდაჭერა .და ჩვენი პროექტისთვის მოსწავლეებს შევუქმენი კითხვარი,რომელიც სახლში უნდა დავამთავრო. ასევე  დავალება მაქვს სხვის რეფლექსიებზე უნდა გავაკეთო კომენტარები

Saturday, February 28, 2015

დღე 7   28 თებერვალი
ჩავასწორეთ პროექტის გეგმები. გავეცანი მეექვსე მოდულის მოსწავლეთა დიფერენცია.კითხვარი დიფერენცირებულ სწავლებაზე ძალიან მომეწონა,ეს დოკუმენტი დამეხმარება მოსწავლეებს სწავლის პროცესში ხელი შევუწყოთ თვითრეგულირებისათვის.  ეს მოდული დამეხმარება მოვახდინო მოსწავლეთა დიფერენციაცია.გავეცანი გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის პრეზენტაციას.
ვისწავლე როგორ გავუკეთო მოსწავლეებს ხარაჩო,რათა დავეხმარო მათ რთული დავალებების შესრულებაში.
დავალება რესურსებში: გავეცნო მოსწავლეთა დოკუმენტებს.

Sunday, February 22, 2015

დღე მე-6-ე
დღეს ვისწავლე  მე-5-ე მოდულის პორტფოლიოს რუბრიკა. გავხსენი ჩემი გეგმა და ყველა ამოცანისთვის დავწერე აქტივობები  ანუ პროცედურები. ვისწავლე ინდიკატორების შეფასებები. დავიწყე შეფასების რუბრიკა ჩემი პრეზენტაციისათვის. გამოვაქვეყნე ჩემს ბლოგზე.

Saturday, February 21, 2015

დღე 5-ე. 21 თებერვალი. ვისწავლე დოკუმენტების გადაყვანა ერთი ფორმატიდან მეორეში.ბლოგში ვისწავლეთ კომენტარების დადება. გავუზიარეთ ერთმანეთს პროექტის გეგმები.გავეცანი მესამე მოდულის-რჩევები და მეთოდები უკუკავშირისათვის. გავეცანი მე-4-ე მოდულს და მოსწავლის ნაცვლად შევქმენი სლაიდშოუ.
დიდი მადლობა.

Sunday, February 15, 2015

დღეს 15 თებერვალია მე-4-ე დღე
დღეს ვისწავლეთ მეორე მოდულის მესამე მიმართულება- შეფასების სხვადასხვა მეთოდი .. ცალ-ცალკე განვიხილეთ  4 განმავითარებელი და ერთი განმსაზღვრელი შეფასების  მეთოდები. შევარჩიე ჩემი პროექტისთვის სასარგებლო შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები. რაც დღეს ვისწავლე ნამდვილად სასარგებლო იქნება ჩემი მომავალი  პროექტებისათვის.
დავალება:დავასრულო პროექტის გეგმის კითხვები.
ვიცი ,მინდა ვიცოდე,რა ვისწავლე შეფასების კითხვები.
        მადლობა.